პროექტის შესახებ

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)  "დემოკრატიის და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტთან" (IDSD) პარტნიორობით ახორციელებს პროექტს „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი (2016-2017)“, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მხარდაჭრით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული  "კანონის უზენაესობა საქართველოში" (PROLoG) პროგრამისა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ. იგი მოიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის № 1138 განკარგულების საფუძველზე დამტკიცებული „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წწ. )“ ცალკეული თავების შესრულების შეფასებას. პროექტი ითვალისწინებს შერჩეული თავების პროგრესის მონიტორინგს და შესაბამისი შედეგების დოკუმენტირებას, როგორც ნარატიულად, ასევე ვიზუალურად.

მონიტორინგს საფუძვლად უდევს სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგია, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ინსტრუმენტები, ასევე რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა დოკუმენტირდეს მონიტორინგის შედეგები. ამავდროულად, მონიტორინგის მეთოდოლოგია ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიითა, თუ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თავების შეფასებისისათვის საჭირო კრიტერიუმების დეტალურ აღწერას.

სხვადასხვა ფორმით შეგროვებულ და დამუშავებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თავების პროგრესი გამოსახულია ამ ვებ-გვერდზე და მიმდინარე მდგომარეობის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტის მიზნებია:

  • ერთიანი მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომელშიც ჩართული იქნება ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ მიზნით თითოეულ მათგანს ექნება წვდომა სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, სადაც ილუსტრირებული იქნება ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თავების შესრულების პროგრესი;
  • საზოგადოების ფართო სპექტრის ინფორმირება მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესთან დაკავშირებით სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის საშუალებით;
  • დამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა შესაბამისი პასუხისმგებელო ორგანოებისათვის რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაზიარების გზით.

ვებ-რესურსით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას, რომელიც ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის ან/და მისი ცალკეული თავების შესრულებას.