სამოქმედო გეგმა:
ამოცანა: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების მიმართულებით: საჩივრების მექანიზმთან, დისციპლინურ და ადმინისტრაციულ პროცედურებთან დაკავშირებით ეფექტური, მათ შორის, შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი მეთოდებით ინფორმაციის მიწოდების გზით

აქტივობა: მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების შესახებ საინფორმაციო ბროშურების და პლაკატების განახლება, დაბეჭდვა, დარიგება და თვალსაჩინო ადგილას განთავსება (აზერბაიჯანულ, სომხურ, თურქულ, რუსულ, ინგლისურ, არაბულ და სპარსულ ენებზე)

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულების მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, პატიმართა უფლებების შესახებ  განახლებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ტექსტური ვიდეორგოლები, რომლებიც ხელმისაწვდომია ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ყველა დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის. მიუხედავად ნოვატორული მიდგომისა, ტექსტური ვიდეორგოლები ვერ ჩაითვლება საინფორმაციო ბროშურების და პლაკატების ჩამნაცვლებლად, გამომდინარე იქიდან, რომ მათზე ხელმისაწვდომობა გაცილებით შეზღუდულია. ამასთან, ტექსტური ვიდეორგოლები მხოლოდ ქართული ენის მცოდნე პატიმრებისთვის არის გასაგები.

ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს 2019 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ ევროკავშირის „პენიტენციური და პრობაციის მხარდაჭერის პროექტის“ (EU4Justice) მხარდაჭერით მომზადდა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ განახლებული ბროშურები, რომლებიც ითარგმნება პენიტენციური დაწესებულებების პოპულაციის ენობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნული ფორმულირება გვაფიქრებინებს, რომ საანგარიშო პერიოდში განახლებული ბროშურების თარგმნა არ მომხდარა.

სტატუსი:
ნახევარზე ნაკლები შესრულებულია
დაწყების თარიღი:
01 იანვარი, 2018
ბოლო ვადა:
31 დეკემბერი, 2020
პასუხისმგებელი უწყება:
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინდიკატორი:
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებებისა და მოვალეობების ამსახველი ბუკლეტები სხვადასხვა ენებზე ნათარგმნი, გამოცემული და ხელმისაწვდომია მსჯავრდებულ/ბრალდებულებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში;

შემცირებულია შესაბამისი საჩივრების რაოდენობა;


 
ამოცანა 4.5.2

ამოცანის სხვა აქტივობები::

აქტივობა 4.5.2.2
საგანმანათლებლო კონსულტაციების ან/და ჯგუფური შეხვედრების გამართვა ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის, მათ შორის, შშმ პირებისათვის, მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად
სრულად წაკითხვა