სამოქმედო გეგმა:
თავი 4

ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში

ძირითადი მიგნებები

ანგარიშის ამ ნაწილში მოცემულია ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-17 წლებისთვის) IV თავის მონიტორინგის შედეგები. გეგმის IV თავი ეხმიანება საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით 2014-2020 წლებისთვის  განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის და ყოფილ პატიმრებზე ზრუნვის მექანიზმების ჩამოყალიბება.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო და სხვა სახის ცვლილებები გარკვეულწილად აუმჯობესებს პატიმრების მდგომარეობას, თუმცა დასახული მიზნის  - უნივერსალური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემა - მისაღწევად კვლავ ბევრია გასაკეთებელი. როგორც წესი, ცვლილებები არ ემყარება საკანონმდებლო ბაზის სისტემურ ანალიზსა და საჭიროებების კვლევას. უარყოფითად უნდა შეფასდეს განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში განთავსებულ პირთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა.

გადატვირთულობის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები ასევე უსისტემო ხასიათს ატარებს. არ არის გათვალისწინებული შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ნორმატიულ აქტებსა თუ პრაქტიკაში. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის ეფექტური ფუნქციონირების თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯებიც არასაკმარისია.

მისასალმებელია ინდივიდუალური მიდგომების, რისკის შეფასების და სხვა თანამედროვე მექანიზმების დანერგვა, თუმცა ეს პროცესი სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს - არ არის უზრუნველყოფილი მსჯავრდებულების ჩართვა შეფასებისა და გადაფასების პროცესში.

პატიმართა ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისია და ციხის პოპულაციის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს მოიცავს.

პრობლემურ საკითხია გასაჩივრების არსებული მექანიზმების ხელმისაწვდომობა, მათი ეფექტური ფუნქციონირება და დაუსჯელობისგან დაცვის უზრუნველყოფა. ეს პრობლემები, დიდწილად, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების სიმცირეს უკავშირდება.

მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს პატიმრების საყოფაცხოვრებო პირობების, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და სათანადო ინვენტარით უზრუნველყოფის პროცესი. ერთის მხრივ, ეს უწყვეტი პროცესია, ხოლო მეორეს მხრივ მინიმალური სტანდარტები უზრუნველყოფილი უკვე ყველა დაწესებულებაში უნდა იყოს.  ხანგრძლივი პაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის ხუთ დაწესებულებაში, რაც დისკრიმინაციული მოპყრობაა იქ განთავსებული მსჯავრდებულების მიმართ.

მსჯავრდებულთა პირადი საქმეების, სამედიცინო ბარათების და სხვა დოკუმენტაციის შენახვა იმგვარად, რომ დაცული იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის, ასევე, „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მოთხოვნები, ჯერ კიდევ არ არის სრულად უზრუნველყოფილი.

განსაკუთრებულ პრობლემად რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთათვის შესაბამისი აქტივობებისა და სარეაბილიტაციო, დასაქმების თუ საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფის საკითხი, რაც დაკავშირებულია ერთიანი პოლიტიკის, უწყებათაშორისი კოორდინაციის არარსებობისა და სტრატეგიული დაგეგმვის ნაკლებობასთან.

პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის, თვითმკვლელობისა და თვითდაზიანებების შემთხვევების პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მექანიზმები დახვეწას და სისტემურ დანერგვას საჭიროებს. ამ კუთხით, წინგადადგმული ნაბიჯია  სუიციდის პროგრამის მიღება, თუმცა მისი გავლენის შეფასება, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჯანდაცვის მომსახურებების გაუმჯობესება, ისევე, როგორც სამედიცინო პერსონალის გადამზადება, უწყვეტი პროცესია, თუმცა იგი არასათანადო ინტენსივობით წარიმართება. ასევე, არ არის განსაზღვრული გეგმაზომიერი ნაბიჯები სამოქალაქო სექტორის ჯანდაცვასთან ინტეგრირებისკენ და არ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებესებისადეკვატური ზომები.

მოწყვლადი ჯგუფების უფლებების მხრივ არსებული გამოწვევები კვლავ სახეზეა. არ განხორციელებულა გეგმით გათვალისწინებული საჭიროებების კვლევები. არასათანადოდაა უზრუნველყოფილი უცხოელი პატიმრების უფლებების განხორციელებაც. ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით არანაირი ღონისძიება არ არის დაგეგმილი.

მისასალმებელია არასაპატიმრო სასჯელების სპექტრის გაზრდა, თუმცა პრაქტიკაში მათ სათანადოდ დასანერგად უნდა გაიზარდოს და განვითარდეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობები.

დადებითად უნდა აღინიშნოს სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის ძალისხმევა ხარისხიანი და თანამედროვე სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგ მოდულების შეთავაზების თვალსაზრისით, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტრომ, თავის მხრივ, აღნიშნული პროგრამებით ყველა მოსამსახურის მომზადება-გადამზადების პროცესი უნდა უზრუნველყოს და იმუშაოს პროფესიონალი კადრების მოზიდვა-შენარჩუნებაზე.

ზოგადი მიმოხილვა

ბოლო წლების განმავლობაში, სასჯელაღსრულების სისტემაში არაერთი ცვლილების ინიცირების მიუხედავად, რომელთა მიზანი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, დასახული მიზნის - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის შექმნის - მისაღწევად, კვლავ მრავალი გაუმჯობესებაა განსახორციელებელი.

გეგმა არ მიუთითებს, რომელი საერთაშორისო თუ ევროპული სტანდარტით იხელმძღვანელა უწყებამ ამა თუ იმ ცვლილების შემუშავებისთვის, რაც შეფასების პროცესს აძნელებს.

ე.წ. “პენიტენციური” და “სამოქალაქო” ჯანდაცვის სისტემების ინტეგრაცია და თანაბარი სტანდარტის დამკვიდრება: ეკვივალენტური ჯანდაცვის სისტემა ევროპული ციხის წესების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. საქართველოში პენიტენციური და სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემები გამიჯნული ვერტიკალებია. პენიტენციური სისტემის 2011-2013 წლების ჯანდაცვის სტრატეგიის (2010 წლის 5 თებერვლის №24 - №28/ნ ერთობლივი ბრძანება) მიზანი ამ ორი სისტემის ინტეგრაცია იყო, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს არსებულ სამთავრობო სტრატეგიებში ეს პრიორიტეტად აღარ განიხილება. გეგმის განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა არის პენიტენციურ სისტემაში არსებული სამედიცინო მომსახურების ერთეულების მოქცევა სამოქალაქო სექტორის რეგულირების ჩარჩოში (ნებართვა, სერტიფიცირება). თუმცა, ეს პროცესი შემდგომში აღარ გაღრმავებულა, რაც ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია. პენიტენციური სისტემის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები კვლავ არიან ამ სისტემის თანამშრომლები და მათი პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელების საკითხი ეჭვქვეშ რჩება. 

ანგარიშვალდებულების კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ხშირ შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემების არარსებობა და/ან დაბალი ხარისხი. ერთი მხრივ, იკვეთება, რომ სისტემის ფარგლებში არ გროვდება მონაცემები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემდა დაინტერესებულ მხარეს, ემსჯელა ამა თუ იმ პროგრამის ეფექტიან განხორციელებაზე; მეორე მხრივ, შეგროვებული მონაცემები არ სისტემატიზდება სხვადასხვა ანგარიშებში, ერთი და იმავე მონაცემის შესახებ სხვადასხვა რაოდენობრივი მაჩვენებელი ფიქსირდება[1].

პრაქტიკულად ანალიზს არ ექვემდებარება ინფორმაცია დანახარჯების შესახებ; ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნის მიხედვით მომზადებული პროგრამული ბიუჯეტი არ არის თანხვედრაში სტრატეგიაში გაცხადებულ პრიორიტეტებთან.

 


[1]                      მაგალითად, პრობაციონერთა საერთო რაოდენობა 2016 წლის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წლიურ ანგარიშსა და იმავე წლის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშში

სხვა რელევანტური სამოქმედო გეგმების შეფასება

ანგარიშის ამ ნაწილში განხილულია სხვა რელევანტური სამთავრობო გეგმები და შეფასებულია მათი დუბლირება, ეკონომიურობა და ეფექტურობა. ასევე, გამოკვეთილია მომიჯნავე სამთავრობო გეგმებში ასახული მიზნების/ამოცანების/საქმიანობის განხორციელების პროცესში კოორდინაციის საკითხები.

სამთავარობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგისას გამოიკვეთა განსაზღვრული ვადების არაგონივრულობა. უმეტეს შემთხვევაში, საქმიანობის განხორცილება სცდებოდა დადგენილს. ეს მიუთითებს სამინისტროების  შიდაუწყებრივი კოორდინაციის სისუსტეზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან არასწორ კომუნიკაციაზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2015-2017 წლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ძირითადად სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მოიცავს და ერთგვარად აკონკრეტებს მათ. თუმცა, სასურველი იქნებოდა, განსხვავებით სამთავრობო სამოქმედო გეგმისა, სამინისტროს სამოქმედო გეგმა მეტად კონრეტული ყოფილიყო  და ფოკუსირება მოეხდინა ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე.

ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმაში არ განსაზღვრავს ცალკეული მიზნისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო (მაგ., დონორთა) რესურსის ოდენობას. სამინისტროს სამოქმედო გეგმა და პროგრამული ბიუჯეტი არ არის თანხვედრაში. შესაბამისად, ცალკე კვლევის გარეშე, შეუძლებელია, ითქვას, არსებობს თუ არა, ამ ორ გეგმას შორის ფინანსური გადაფარვა/დუბლირება.

ბუნდოვანი რჩება ორ სამოქმედო გეგმას შორის არსებული განსხვავებები განხორციელების ვადებსა და მოცულობებს შორის. მაგალითად, ერთი მხრივ, სამთავრობო სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ხოლო სამინისტროს სტრატეგიაში განსაზღვრული საქმიანობა უფრო მასშტაბურია და მოიცავს 2017 წლისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამის შემუშავებას ექიმებისა და ექთნებისთვის (თუმცა სასურველი იქნებოდა გათვალისწინებულიყო არასამედიცინო კადრის უწყვეტი/პერიოდული გადამზადებაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, პერსონალური დაცვის აღჭურვილობის, პაციენტთა უფლებებისა და სხვა რელევანტურ საკითხებში).

მეორე მხრივ, სამინისტროს გეგმის ნაწილში შემცირებულია იმ ღონისძიებების მოცულობა, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს წამალდამოკიდებულ პირთა მკურნალობა/რეაბილიტაციის კუთხით: სამინისტროს გეგმა მიზნად ისახავს მხოლოდ გრძელვადიანი ჩანაცვლებითი თერაპიის დანერგვას, მაშინ, როცა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლების (არა მხოლოდ ოპიატების) მკურნალობაც.

დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ სამინისტროს გეგმაში საერთოდ არ არის ასახული ფსიქიატრიული მოვლის სისტემის გაუმჯობესება, გარდა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მომსახურებისა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა გარკვეული ჯგუფისთვის.

გარდა ზემოთ მითითებულისა, ანგარიშის მომზადებისას განხილული იქნა სხვა რელევანტური დოკუმენტებიც[1], რომლებიც გარკვეულ სპეციფიკურ მიმართულებებს არეგულირებს.

 


[1]                      საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - „საქართველო 2020“ რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობა 2014-2020 წლებში მიზნად ისახავს მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, ჯანდაცვის ადამიანური რესურსის მიმართულებით, რაც გულისხმობს ჯანდაცვის პერსონალის მოტივაციის მექანიზმების განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას სამედიცინო განათლების სისტემისა და შეფასების ინსტრუმენტების გაძლიერების საშუალებით, რათა შესაძლებელი იყოს საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

  •                 2014-2020 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფცია - „საყოველთაო ჯანდაცვა და ხარისხის მართვა პაციენტთა უფლებების დასაცავად“ (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის No724 დადგენილება)
  •                 ჯანდაცვის სექტორალური სტრატეგიები -- შიდსი, ტუბერკულოზი, ფსიქიკური ჯანმრთელობა, C ჰეპატიტი, დედათა და ბავშვთა დაცვის, დაბერების და სხვა
  •                 ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმა (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N762 დადგენილება)
  •                 ევროპის საბჭოს სტრატეგია ბავშვთა უფლებების შესახებ.

 

რეკომენდაციები სასჯელაღსრულების სამინისტროს

  • საკანონმდებლო ცვლილებების თუ პროგრამების შემუშავება-დაგეგმვის პროცესში განხორციელდეს მოქმედი საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის ანალიზი ხარვეზების გამოვლენის მიზნით, ასევე, სამიზნე ჯგუფების საჭიროებების კვლევა, მათ შორის, გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით.
  • მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს პატიმრობის კოდექსის ცვლილებების პროექტი შემდეგ საკითხებზე:
    • ყველა მსჯავრდებულისთვის ერთნაირ ხელმისაწვდომობა აქტივობებზე, შრომით, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებზე, გარე სამყაროსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ხოლო შეზღუდვების დაწესება შესაძლებელი იქნება ინდივიდუალურ შემთხვევებში, კონკრეტული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით;
    • ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის ერთნაირი საცხოვრებელი ფართი;
    • დისციპლინური პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასჯელის ვადაში;
    • დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლის უფლებით ისარგებლებს ყველა მსჯავრდებული ქალი, რომელთაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს; ამ უფლების შეზღუდვა კი მოხდება ინდივიდუალურ შემთხვევებში, მსჯავრდებულის ქცევიდან, პიროვნებიდან და სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე.
  • უზრუნველყოს პატიმრებისთვის სხვადასხვა სახის სპეციალურ ლიტერატურაზე, მათ შორის მონიტორინგის მექანიზმიების ანგარიშებსა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებზე, სასამართლო სიახლეებზე ხელმისაწვდომობა, უფლებების ჩამონათვალის თვალსაჩინო ადგილას განთავსება, მაგ. სასეირნო ეზოებში და სხვა.
  • შეიმუშაოს დეტალური გეგმა ყველა დაწესებულებაში საყოფაცხოვრებო პირობებისა და ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებების თანმიმდევრულად განხორციელებისთვის.
  • სხვა უწყებებთან კოორდინაციით დაგეგმოს მსჯავრდებულთა დასაქმების სტრატეგიები, მათ შორის, კერძო სექტორისთვის წახალისების მექანიზმების დანერგვის, მსჯავრდებულებში დასაქმების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის თვალსაზრისით.
  • განახორციელოს სუბკულტურის გავლენით სისტემაში დამკვიდრებული დისკრიმინაციული პრაქტიკების საფუძვლიანი კვლევა და დასახოს მათი ეტაპობრივი აღმოფხვრის გზები.
  • უზრუნველყოს სისტემური მიდგომა თანამშრომელთა მომზადება/გადამზადების მიმართ, მათ შორის, სპეციალური პროცედურების გამოყენების ტექნიკებში და დასახოს სტრატეგია სათანადოდ გადამზადებული კადრების შენარჩუნების ან ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვის თვალსაზრისით.
  • რეგულარულად უზრუნველყოს თანამშრომლების გადამზადება ეთიკის კოდექსის ნორმების პრაქტიკაში უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • დაწესებულებების ლიმიტების განსაზღვრის ეტაპზე გაითვალისწინოს თითოეულ პატიმარზე მინიმალური ფართის უზრუნველყოფა.
  • მოახდინოს რისკის შეფასების მექანიზმის უნიფორმიზაცია და შეფასების პროცესში მსჯავრდებულის ჩართვის უზრუნველყოფა.
  • აღადგინოს ინდივიდუალურ შემთხვევებში დაწესებულებებს შორის წერილობითი კომუნიკაციის უფლება ახლო ნათესავებს შორის, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებებში იხდიან სასჯელს.
  • გადახედოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხას, რათა პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, პირის თანხმობის გარეშე, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იყოს ნებადართული.
  • შეიმუშაოს ყველა სპეციალური პროცედურის წარმოების პროტოკოლი/ინსტრუქცია.

რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს

  • უზრუნველყოს ანგარიშგებისა და სტატიტიკური აღრიცხვიანობის სისტემის რევიზია და ერთიანი ფორმატის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოებას, მიიღოს ადეკვატური და რელევანტური ინფორმაცია ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმებისა და რუტინული მომსახურებები შედეგებისა და გამოსავლების შესახებ; განსაკუთრებით ეს როკომენდაცია ეხება პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტით განსაზღვრულ მომსახურებებს.
  • შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებული სიტუაციის გაუმჯობესების ღონისძიებების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შესაბამისი ბიუჯეტითა და პასუხისმგებელი საკადრო რესურსით.
  • უზრუნველყოს პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა სრულყოფილი მოცვა ციხის შიგნით დაგეგმილ პრევენციულ მომსახურებებში.
  • უზრუნველყოს პროგრამების შემუშავება (მათ შორის, პროგრამული ბიუჯეტის, მონიტორინგისა და შეფასების გეგმებისა და ანგარიშგების დორმატისა), სულ მცირე ისეთი მომსახურებებისთვის, როგორიცაა სუიციდის პრევენცია, წამალდამოკიდებულ პირთა მკურნალობა/რეაბილიტაცია, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ამ პროგრამების განხორციელების შედეგების შესახებ ობიექტური ინფორმაცია.
  • უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის შემუშავება, ხოლო არასამედიცინო პერსონალისთვის -- რეგულარული გადამზადება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პირველადი სამედიცინო დახმარება, პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენება, ჯანდაცვის უფლებები და სხვა.
  • უზრუნველყოს მოწყვლადი ჯგუფების იდენიტიფიცირება და მიზნობრივი მომსახურებების და უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

რეკომენდაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

  • უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების გაწევის ხარისხის ჯეროვანი კონტროლი; მომსახურების ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება; საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებების დაგეგმვა და განხორციელება სრულიად ციხის პოპულაციაზე (პატიმრები და თანამშრომლები); ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებებით, ციხის პოპულაციის მოცვა.

რეკომენდაციები პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს

  • შეიმუშაოს სტრატეგია პრობაციონერების პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც მოიცავს პროაქტიურ ღონისძიებებს ბენეფიციართა ინფორმირებისა და დაინტერესების, ასევე, კერძო სექტორის მოზიდვის თვალსაზრისითაც.
  • უზრუნველყოს თანამშრომლების სისტემატიური გადამზადება თანამედროვე არასაპატიმრო სასჯელებისა და მათი თანმდევი მექანიზმების სათანადოდ განხორციელების თვალსაზრისით.

რეკომენდაციები სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრს

  • უზრუნველყოს დონორების ხელშეწყობით დანერგილი პროგრამების განხორციელება ბიუჯეტის სახსრებით;
  • რეგულარულად განახორციელოს პროგრამების შეფასება, ხარვეზების გამოვლენისა და მათი აღმოფხვრის მიზნით.

რეკომენდაციები პრობაციის ეროვნულ სააგენტოს

  • რეგულარულად განახორციელოს საქმიანობის ანალიზი, საჭიროებების გამოვლენისა და მათი გათვალისწინებით მომავალი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით.

რეკომენდაციები დანაშაულის პრევენციის ცენტრს

  • განახორციელოს საჭიროებების კვლევა და განსაზღვროს შეთავაზებული სერვისების ნუსხა;
  • პროაქტიულად განახორციელოს ბენეფიციართათვის მათზე მორგებული სერვისების შეთავაზება.

[1]     მაგალითად, პრობაციონერთა საერთო რაოდენობა 2016 წლის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წლიურ ანგარიშსა და იმავე წლის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშში

[2]      საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - „საქართველო 2020“ რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობა 2014-2020 წლებში მიზნად ისახავს მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, ჯანდაცვის ადამიანური რესურსის მიმართულებით, რაც გულისხმობს ჯანდაცვის პერსონალის მოტივაციის მექანიზმების განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას სამედიცინო განათლების სისტემისა და შეფასების ინსტრუმენტების გაძლიერების საშუალებით, რათა შესაძლებელი იყოს საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

  • 2014-2020 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფცია - „საყოველთაო ჯანდაცვა და ხარისხის მართვა პაციენტთა უფლებების დასაცავად“ (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის No724 დადგენილება
  • ჯანდაცვის სექტორალური სტრატეგიები -- შიდსი, ტუბერკულოზი, ფსიქიკური ჯანმრთელობა, C ჰეპატიტი, დედათა და ბავშვთა დაცვის, დაბერების და სხვა 
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმა (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N762 დადგენილება)
  • ევროპის საბჭოს სტრატეგია ბავშვთა უფლებების შესახებ.


 


თავის მიზნები

მიზანი 4.1
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 4.2
ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების გზით

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 4.3
თავისუფლებააღკვეთილთა ოჯახის წევრების, ახლობლებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაუმჯობესება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 4.4
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 4.5
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 4.6
პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 4.7
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის სრულყოფა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 4.8
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის უზრუნველყოფა კვალიფიციური კადრებით

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 4.9
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა