სამოქმედო გეგმა:
თავი 4

ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა უფლებები

ძირითადი მიგნებები

2016-17 წლების სამოქმედო გეგმის მსგავსად, ამჯერადაც, გეგმის მე-4 თავის პრიორიტეტს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად (მიზანი 4.1), მოწყვლადი ჯგუფების უფლებერივი მდგომარეობის გაუმჯობესება (მიზანი 4.2), ბრალდებულ/მსჯავრდებულთა (მიზანი 4.3) და ყოფილ მსჯავრდებულთა (მიზანი 4.4) რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამასთან, ახალი გეგმა მოიცავს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომელიც პენიტენციური სისტემის მენეჯმენტში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად  (მიზანი 4.5).

პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით დასახული ამოცანებისა და დაგეგმილი საქმიანობების შესრულების ხარისხი 2018 წლის ბოლოსთვის არც ისე დამაკმაყოფილებელია - იმ პირობებში, როდესაც სისტემაში არსებობს კრიმინალურ სუბკულტურაზე დაფუძნებული არაფორმალური მართვის სისტემა, რომელიც პატიმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის პრინციპის განხორციელებისთვის სერიოზული გამოწვევაა, ხოლო რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ღონისძიებები კვლავ ვერ პასუხობს მსჯავრდებულთა რეალურ საჭიროებებს, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება მომავლის პერსპექტივად რჩება.

საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა არცერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დადებითად აისახებოდა პატიმრების უფლებრივ მდგომარეობაზე; როგორც გასულ წლებში, კვლავ გამოწვევად რჩება გადატვირთულობის პრევენცია პენიტენციურ დაწესებულებებში - გარდა ლიმიტით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი პატიმრების განთავსებისა, პრობლემურია თითოეული პატიმრისთვის 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფა, რაც უკვე წლებია, რეკომენდებულია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ. ამ უკანასკნელის 2018 წლის ანგარიშში კვლავ მითითებულია პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის ხარვეზებზეც, რომელთა აღმოფხვრაც გადატვირთულობის პრევენციის ერთ-ერთი წინაპირობა იქნებოდა.

დადებითად უნდა აღინიშნოს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებები პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, საყოფაცხოვრებო პირობების მხრივ წარსულში ორი ყველაზე პრობლემური - N7 და N12 დაწესებულებების დახურვა და ახალ შენობებში განთავსება, რომლებიც აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. საანგარიშო პერიოდში პრაქტიკულად ყველა დაწესებულების პატიმრები უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი ინვენტარით და  პირადი ჰიგიენის ნივთებით; თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის ორგანოების ანგარიშების მიხედვით, რიგი დაწესებულებებისა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პატიმრებისთვის ადეკვატური საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნას.

2018 წლის განმავლობაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების, მათ შორის ფსიქიკური და პრევენციული ჯანმრთელობის სერვისების მართვის, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა.

მონიტორინგის ორგანების  მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაფუძნებით, ზოგადად გაუმჯობესებულია წვდომა ჯანმრთელობის მომსახურებაზე როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე დაწესებულების გარეთ. დადებით ტენდენციას ინარჩუნებს C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის პროგრამების მართვა და მოცვა, როგორც პრევნციული (სკრინინგი), ასევე სამკურნალო აქტივობებით.

საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩება სამედიცინო სერვისების ანონიმურობა/კონფიდენციურობის საკითხი, საკონსულტაციო და სამკურნალო სერვისების მიღებამდე მოლოდინის დრო და პრევენციული ჯანმრთელობის სერვისებზე პატიმართა  ცნობიერების დაბალი დონე.

2018 წელს გაზრდილია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი. ამ მიმართულებით არსებული პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს პატიმართა მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას. საანგარიშგებო პერიოდში არ შემუშავებულა და არ დამტკიცებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიული დოკუმენტი რომელიც უზრუნველყოფდა არსებულ გამოწვევების აღმოსაფხვრელად თანმიმდევრულ და სტრატეგიულ მიდგომებს.

ინფორმაციაზე შეზღუდული ხელმისავდომობის გამო, ვერ მოხერხდა სუიციდის პრევენციის პროგრამების ეფექტურობის შეფასება. არსებული სუიციდის პროგრამების/აქტივობების შინაარსის დადებითი შეფასების მიუხედავად გართულებულია მისი გავლენის გამოვლენა სუიციდის რისკის მქონე პატიმართა მდგომარეობაზე.

არ განხორციელებულა ცვლილებები წამალდამოკიდებულ პატიმართა ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების გაუმჯობესების მიზნით. ხელმისაწვდომი სერვისები არასრულყოფილია და  ვერ  ახდენს პატიმართა შესაბამისი ფსიქოსარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფას.

მოწყვლადი პატიმრების უფლებების თვალსაზრისით განსაკუთრებული გაუმჯობესებები 2018 წლის მანძილზე არ აღინიშნება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს თავად გეგმის ხარვეზი, რომელიც მოწყვლადი პატიმრების კატეგორიაში მხოლოდ ქალებს, არასრულწლოვნებს და შშმ პირებს მოიაზრებს და შესაბამისად, არ ფოკუსირდება ისეთ მნიშვნელოვან ჯგუფებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ლგბტ, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და სხვა.

რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობას, ამ მხრივ განსაკუთრებული გაუმჯობესება საანგარიშო პერიოდში არ აღინიშნება - პენიტენციურ დაწესებულებათა უმრავლესობა კვლავ არ არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტატისტიკურ ანგარიშებში არ მოიპოვება ინფორმაცია შშმ პირებზე ადაპტირებული ფსიქო-სოციალური პროგრამების თაობაზე.

პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით საანგარიშო პერიოდში რიგი ღონისძიებები განხორციელდა. სამწუხაროდ, დღესდღეობით დანერგილი პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს არსებული საჭიროებების მოცვას და წინა წლების მსგავსად, მათში პენიტენციური სისტემის პოპულაციის მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული.

დადებითად უნდა აღინიშნოს უმაღლესი განათლების მიმღებ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საკმაოდ მაღალი რიცხვი. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის EU4Justice ექსპერტების მონაწილეობით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და ციხის თანამედროვე მმართველობის მეთოდოლოგიის სფეროებში შემუშავებული კონცეფციები და სასწავლო პროგრამები, პენიტენციური სისტემის მაღალი და საშუალო რანგის თანამშრომლების, ისევე, როგორც სოცმუშაკთა და ფსიქოლოგთა პროფესიული გადამზადება. ამ სიახლეების ადეკვატური დანერგვისა და გადამზადებული პერსონალის პროფესიული პოტენციალის სრული გამოყენების შემთხვევაში მომავალ წლებში შესაძლებელი გახდება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თვალსაზრისით არსებული სერიოზული პრობლემების მოგვარება.


თავის მიზნები

მიზანი 4.1
ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 4.2
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (მოწყვლადი) ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 4.3
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 4.4
ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
მიზანი 4.5
პენიტენციური სისტემის მართვა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა