სამოქმედო გეგმა:

ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაძლიერება

საანგარიშო პერიოდში არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის თვალსაზრისით რიგი ღონისძიებები განხორციელდა - გაიზარდა მოსამართლეების უფლებამოსილება არასათანადო მოპყრობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევებში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მანდატით მუშაობას შეუდგა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, გრძელდება არასათანადო მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირების კუთხით დახურული დაწესებულებების მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები. აღსანიშნავია, ასევე, საანგარიშო პერიოდის გასვლის შემდგომ, 2020 წლის ივლისში „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლითაც შეიქმნა ფსიქიატრიული დაწესებულებების შიდა მონიტორინგის მექანიზმი.

ახლადშექმნილი მექანიზმების ფუნქციონირების ეფექტიანობის შეფასება ამ ეტაპზე ნაადრევად მიგვაჩნია, თუმცა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მიმართ გამოთქმული სერიოზული შენიშვნებისა და მოსამართლეებისთვის მინიჭებული ახალი უფლებამოსილების გამოყენების თვალსაზრისით არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომავალში მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო აღნიშნული მექანიზმების სრულყოფილი და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო დოკუმენტირება კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს; ტრენინგებისა და გადამზადების მიუხედავად, დახურული დაწესებულებების ექიმები მაინც არასრულყოფილად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამ ვალდებულებას. პენიტენციური სისტემის შემთხვევაში კვლავ დასახვეწია მედპერსონალის მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამოვლენილი ფაქტების ანგარიშგების სისტემაც.

მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა სტატისტიკის წარმოებისა და მისი საზოგადოებისთვის პროაქტიული მიწოდების თვალსაზრისით, თუმცა არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების გამჭვირვალობა და სანდოობა უფრო დეტალური და მრავლისმომცველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას მოითხოვს, რისთვისაც მხოლოდ ერთი უწყების ძალისხმევა არასაკმარისია.

მიზნის ამოცანები

ამოცანა 5.1.1
არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 5.1.2
წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 5.1.3
გამოძიების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 5.1.4
არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის, კომპენსაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა