სამოქმედო გეგმა:

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია წლების მანძილზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, რაც სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების მწირი რაოდენობითა და სპორადული ხასიათით, ასევე მათში ჩართული მსჯავრდებულების მცირე რიცხვით იყო განპირობებული. თუ ეროვნული და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ანგარიშების მიხედვით ვიმსჯელებთ, რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მხრივ მდგომარეობა არც 2018 წლის მანძილზე გაუმჯობესებულა: ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი თავის 2018 წლის ანგარიშში წუხილს გამოთქვამს სარეაბილიტაციო პროგრამებისა და აქტივობების თვალსაზრისით პროგრესის ნაკლებობის გამო,[1] ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში საუბარია რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით გატარებული ღონისძიებების ფრაგმენტულობასა და მათ მოურგებლობაზე მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე.[2] მონიტორინგის ორივე ორგანო განსაკუთრებით უსვამს ხაზს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას დახურულ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში, სადაც მსჯავრდებულებს კვლავ სულ მცირე 23 საათის მანძილზე საკნებში უწევთ ყოფნა.

ამასთან უნდა აღნიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში, ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის EU4Justice ძალისხმევით,  პენიტენციურ სისტემაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით: ევროკავშირის პროგრამის ექსპერტთა მიერ შეიქმნა და განახლდა რისკისა და საჭიროებების შეფასების მეთოდოლოგია, შემუშავების პროცესშია ასეთივე ინსტრუმენტი არასრულწლოვნებისთვის, შემუშავდა და დაინერგა სასწავლო პროგრამები პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის, შემუშავდა სარეაბილიტაციო პროგრამების ჩარჩო სამ კლასტერად, გათავისუფლებისთვის მომზადების კონცეფცია და ა.შ. ყველა ამ სიახლის ადეკვატური იმპლემენტაციის შემთხვევაში, მომავალ წლებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თვალსაზრისით შესაძლებელია სერიოზული პროგრესის მიღწევა.

აქვე უნდა აღნიშნოს დადებითი სიახლე, რომელიც 2019 წელს განხორციელდა - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რომლის დებულებაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 ივნისის N418 ბრძანებით დამტკიცდა და რომელშიც პენიტენციური სისტემის სოცმუშაკები და ფსიქოლოგები გაერთიანდნენ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, „ცენტრალიზებული სისტემა ერთგვაროვან მიდგომებს და ეფექტიან სარეაბილიტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს. სოციალური მუშაკები ფუნქციების მიხედვით გაიყო ორ ნაწილად: შემთხვევის მმართველი და შემთხვევის ადმინისტრატორი. სოციალური მუშაკი - შემთხვევის მმართველის ფუნქცია მსჯავრდებულის შეფასება, მისთვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდებაა, ხოლო შემთხვევის ადმინისტრატორის ფუნქცია შემთხვევის ადმინისტრირებაა, იგი შემთხვევის მმართველის დამხმარეა და მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კომუნიკაციას და უფლებების ადვოკატირებას უზრუნველყოფს.”[3] იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული ცვლილება დადებითად აისახება პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით გატარებული ღონისძებების ხარისხზე.  

 


[1] წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში საქართველოს მთავრობას საქართველოში 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტის შესახებ, პარ. 72.

[2]   საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში, გვ. 41-44.

[3] https://www.facebook.com/moc.gov.ge/videos/2571384346421667/.


მიზნის ამოცანები

ამოცანა 4.3.1
მსჯავრდებულ/ბრალდებულთათვის ფსიქოსოციალური, საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების და სარეკრეაციო პროგრამების გაუმჯობესება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 4.3.2
მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობის გაზრდის უზრუნველყოფა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 4.3.3
არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისთვის მზადების ხელშეწყობა, გარდამავალი მენეჯმენტის დახვეწა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 4.3.4
ქალ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა