ინდიკატორი: შშმ პირებზე ადაპტირებული ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამების რაოდენობა
მოთხოვნის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილე შშმ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობა
შეფასება:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პენიტენციური სისტემის შიგნით ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს. მიუხედავად მათი მდგომარეობის სიმძიმისა, წლების მანძილზე, პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. სისტემა არ აწარმოებს შშმ პირების სტატისტიკას, შესაძლებლობის შეზღუდვის სახეებისა და მათთან დაკავშირებული პრობლემებისა და საჭიროებების შესწავლას. შშმ პირებზე ზრუნვა, წლების მანძილზე, შემოიფარგლება ზოგიერთ დაწესებულებაში პანდუსების დამონტაჟებითა და თანამშრომლებისთვის სხვადასხვა სახის ტრენინგებით.