სამოქმედო გეგმა:

ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს დაიწყო ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა, რომლის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილება[1]. პროგრამის სამიზნე ჯგუფია ყველა მსჯავრდებული, რომელიც უკანასკნელი 15 წლის მანძილზე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. ყოფილი პატიმრების პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია.

2019 წლის 26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანებას და სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახით ჩამოყალიბებას. იმავე ცვლილების მიხედვით, პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ფუნქციას  სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეითავსებს, ხოლო სსიპ - პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრად“ გარდაიქმნება. ასევე, იქმნება არასრულწოვანთა რეფერირების ცენტრი. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდა 2020 წლის 1 იანვრიდან.

[1] საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა და მისი განხორციელების წესი

მიზნის ამოცანები

ამოცანა 4.4.1
ყოფილ პატიმრებთან ინდივიდუალური მუშაობა მათი ეფექტიანი რესოციალიზაციის მიზნით - სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 4.4.2
ყოფილი პატიმრებისთვის ფსიქოლოგიური და თერაპიული მომსახურების გაწევა - სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 4.4.3
ყოფილი პატიმრების პროფესიული გადამზადება - სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 4.4.4
ყოფილი პატიმრებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა - სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი