13 აპრილი, 2017

2017 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წწ.) შუალედური ანგარიში წარუდგინა

http://bit.ly/2z3jU4e

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ნატალია ჯალიაშვილმა  და პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების  ანგარიში და საანაგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს.

კომიტეტის სხდომას  მთავრობის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან ერთად ესწრებოდა საერთაშორისო ექსპერტი მეგი ნიკოლსონი, რომელმაც   2016 -2017 წლების  სამოქმედო გეგმის ანგარიშთან დაკავშირებით საფუძვლიანი ექსპერტიზა მოამზადა.

ანგარიშის მომზადებას კოორდინირებას უწევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.

„ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2016-2017 წწ. )“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის № 1138 განკარგულების საფუძველზე დამტკიცდა. სამოქმედო გეგმა ეფუძნება 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 30 აპრილს დაამტკიცა.

წყარო: http://bit.ly/2z3jU4e