2018 წლის 30 მარტს GDI-მ ჩაატარა ადამიანის უფლებათა 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას პროექტის იურისტებმა და ექსპერტებმა შეხვედრაში მონაწილე პირებს გააცნეს ადამიანის უფლებათა 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის II თავის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) შესრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული მონიტორინგის პირველადი შედეგები. ამავდროულად, შეხვედრის დროს მოხდა მონიტორინგის ფარგლებში შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის- www.hrm.org.ge -ს პრეზენტაცია. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მონიტორინგის ფარგლებში შემუშავებული სპეციალური მეთოდოლოგიის შესახებ, რომელსაც დაეფუძნა შემუშავებული ანგარიში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა სამდივნოს, პასუხისმგებელი უწყებების, ასევე სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. ანგარიში მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (OSGF) ერთობლივი საგრანტო პროექტის ფარგლებში.