15 ნოემბერი, 2017

ადამიანის უფლებათა სამდივნომ სამოქმედო გეგმის მონიტორინგზე მომუშავე ორგანიზაციებს 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის პირველი სამუშაო ვერსია გაუზიარა

ადამიანის უფლებათა სამდივნომ სამოქმედო გეგმის მონიტორინგზე მომუშავე ორგანიზაციებს 2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის პირველი სამუშაო ვერსია გაუზიარა. დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადების შემდგომ იგეგმება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მათი განხილვა.

უნდა აღნიშნოს, რომ სამოქმედო გეგმაზე მუშაობის დაწყების წინ გეგმის შედგენასა თუ მის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელ პირებისათვის ჩატარდა ტრენინგები ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომების და გეგმის მონიტორგინის და შეფასების საკითხების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დევიდ ჯონსონი და პატრიკ ტვომეი. ტრენინგები გაეროს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში ჩატარდა. ამასთან, ექსპერტებმა მოამზადეს სახელმძღვანელო დოკუმენტები და რეკომენდაციები, რომელიც მათ შორის შეეხებოდა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის სტრუქტურის გაუმჯობესებას.

ახალი გეგმის სტრუქტურაში მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ საქმიანობის ნაცვლად ინდიკატორები მიბმულია სამოქმედო გეგმის ამოცანებთან, რაც პროგრესის შეფასების უკეთეს შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად ამისა, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ თვლის, რომ გეგმაში ჯერ კიდევ არის ხარვეზები როგორც მის მთლიანდ სტრუქტურასთან, ასევე ცალკეულ მიზნებთან, ამოცანებთან და საქმიანობებთან, ასევე ინდიკატორებთან მიმართებით. „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ უკვე გაუზიარა საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა სამდივნოს.

აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კომენტარების დატოვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემდეგი გვერდიდან.