სამოქმედო გეგმა:

ბრალდებულ/მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით

ინდიკატორი: ბრალდებულ მსჯავრდებულთა პირადი ცხოვრების უფლების სავარაუდო დარღვევების შესახებ საჩივრების რაოდენობა შემცირებულია

ყველა პენიტენციური დაწესებულების დოკუმენტაცია დაარქივებულია.

შეფასება:

აღნიშნული ამოცანა საკმაოდ ფართო ხასიათისაა და მის შესრულებას მხოლოდ დაგეგმილი საქმიანობები ნაკლებად უზრუნველყოფს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ზოგიერთი სხვა სახის მონაცემებთან ერთად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება „ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა”. აღნიშნული კატეგორიის მონაცემების დამუშავება აკრძალულია იმავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გარდა სუბიექტის წერილობითი თანხმობისა, ან იმ შემთხვევებისა, როდესაც „ხდება მონაცემთა დამუშავება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ან/და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით”. თუმცა ამ შემთხვევებშიც დაშვებულია მხოლოდ მონაცემების დამუშავება, ხოლო მათი გასაჯაროების ან მესამე პირისთვის გამჟღავნებისთვის მონაცემთა სუბიექტის თანხმობა აუცილებელია.[1] 

ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევები, რომლებშიც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერია, მოიცავს პირთა საკმაოდ ფართო წრეს, როგორც სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ (მაგ. პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს წევრები), რომელთაც ხელი მიუწვდებათ პატიმრების პერსონალურ მონაცემებზე. შესაბამისად, ამ საკითხის სრულად მოსაცველად, არა მხოლოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის აქტიური ძალისხმევაა საჭირო. ამ უკანასკნელის მხრიდან, უშუალოდ დაწესებულებებში არსებული დარღვევების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებების შესწავლის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აღნიშნულ პირთა მიერ მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის კონფიდენციურობის დაცვას. 

გარდა ზემოაღნიშნულისა, კვლავ პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  მინისტრის 2011 წლის 25 მაისის N90 ბრძანება „ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ”, ასევე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის ბრძანება N82 „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ”, რომელთა თაობაზეც ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2016-17 წლებისთვის შესრულების შეფასებაშიც იყო საუბარი.[2] 


[1] საქართველოს კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”, მუხლი 6, პუნქტი 2, “ვ” ქვეპუნქტი.

[2] „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი, “ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი”, 2018 წელი, ამოცანა 4.5.5-ის შესრულების შეფასება.


ამოცანის აქტივობები

აქტივობა 4.5.5.1
პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერების ამაღლება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 4.5.5.2
არქივის ცენტრალიზების ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებათა დაარქივებული დოკუმენტაცია ეტაპობრივად გადაეცემა და დარჩენილი კანონის შესაბამის ვადაში განადგურება (ცენტრალიზების პროცესი დაწყებულია).

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა