სამოქმედო გეგმა:

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების მიმართულებით: საჩივრების მექანიზმთან, დისციპლინურ და ადმინისტრაციულ პროცედურებთან დაკავშირებით ეფექტური, მათ შორის, შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი მეთოდებით ინფორმაციის მიწოდების გზით

ინდიკატორი: ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებებისა და მოვალეობების ამსახველი ბუკლეტები სხვადასხვა ენებზე ნათარგმნი, გამოცემული და ხელმისაწვდომია მსჯავრდებულ/ბრალდებულებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში;

შემცირებულია შესაბამისი საჩივრების რაოდენობა;

შეფასება:

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ინფორმაცია არ მოუწოდებია. აღნიშნულის შესახებ გარკვეული სახის მონაცემებს შეიცავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულების მიმოხილვა, რომლის თანახმადაც, საანგარიშო პერიოდში მსჯავრდებულებს ჩაუტარდა ტრენინგები პატიმართა უფლებების თემატიკაზე, ასევე, დამზადდა ტექსტური ვიდეორგოლები, რომლებიც ერთ-ერთ სატელევიზიო არხზეა ხელმისაწვდომი. 

ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს გეგმის 2019 წლის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, „ევროკავშირის „პენიტენციური და პრობაციის მხარდაჭერის პროექტის“ (EU4Justice) მხარდაჭერით მომზადდა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ განახლებული ბროშურები. ბროშურები ითარგმნება პენიტენციური დაწესებულებების პოპულაციის ენობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე.“[1]

ზემოაღნიშნული ღონისძიებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა, სამწუხაროდ, სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით უცნობია, კერძოდ, რომელ ენებზე მომზადდა და რამდენ მსჯავრდებულს გადაეცა აღნიშნული ბროშურები.

 


[1] ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს 2019 წლის ანგარიში, გვ. 61.


ამოცანის აქტივობები

აქტივობა 4.5.2.1
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების შესახებ საინფორმაციო ბროშურების და პლაკატების განახლება, დაბეჭდვა, დარიგება და თვალსაჩინო ადგილას განთავსება (აზერბაიჯანულ, სომხურ, თურქულ, რუსულ, ინგლისურ, არაბულ და სპარსულ ენებზე)

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 4.5.2.2
საგანმანათლებლო კონსულტაციების ან/და ჯგუფური შეხვედრების გამართვა ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის, მათ შორის, შშმ პირებისათვის, მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა