სამოქმედო გეგმა:

დაკავებულ/პირთათვის ადეკვატური საყოფაცხოვრებო, სანიტარული და სხვა პირობების შექმნა

ინდიკატორი:  შიდაუწყებრივი მონიტორინგის  პერიოდული ანგარიშები; დამოუკიდებელი (სახალხო დამცველის ჩათვლით) მონიტორინგის ანგარიშების მიხედვით უზრუნველყოფილია საცხოვრებელი, სანიტარული, ჰიგიენური, კვების და  სხვა მატერიალური პირობები

შეფასება:

მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა დროებითი მოთავსების იზოლატორების საყოფაცხოვრებო, სანიტარიული და სხვა პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, რიგ დროებით მოთავსების იზოლატორებში საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, ისე ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი მიუთითებენ მთელ რიგ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ზოგიერთ დმი-ში.

ნიშანდობლივია, რომ მონიტორინგის ორივე ორგანო ხაზგასმით აღნიშნავს დროებითი მოთავსების იზოლატორების საყოფაცხოვრებო პირობების შეუთავსებლობაზე ადმინისტრაციულ პატიმრობასთან.

რაც შეეხება დმი-ების მიერ მიწოდებული საკვების ხარისხს, ამ მხრივ საანგარიშო პერიოდში, ისევე, როგორც გასულ წლებში, პროგრესი არ აღინიშნება. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში მიმდინარეობს მუშაობა იზოლატორებში მოთავსებულ პირთათვის განკუთვნილი მშრალი საკვები ულუფების ცვლილებასთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში კვების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგვარდება.


ამოცანის აქტივობები

აქტივობა 3.1.2.1
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დროებითი მოთავსების იზოლატორების გამართული ფუნქციონირება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საცხოვრებელი, სანიტარული, ჰიგიენური და სხვა მატერიალური პირობები

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 3.1.2.2
დროებითი მოთავსების იზოლატორებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვებითი პირობების უზრუნველყოფა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა