სამოქმედო გეგმა:

იძულების ღონისძიებების გამოყენების საგამონაკლისო ხასიათისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა

ინდიკატორი: შიდაუწყებრივი მონიტორინგის  პერიოდული ანგარიშები;

დამოუკიდებელი (სახალხო დამცველის ჩათვლით) მონიტორინგის ანგარიშების მიხედვით იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას აქვს საგამონაკლისო ხასიათი და პროპორციულობის პრინციპი დაცულია;

გადამზადებული პოლიციელების მზარდი პროცენტული რაოდენობა

შეფასება:

ძალის გადამეტების პრევენციისთვის სამოქმედო გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია სამხრე ვიდეოკამერების შესაბამისი გამოყენების, ასევე, პოლიციელთა ცნობიერებისა და პროფესიული მომზადების უზრუნველყოფა. საანგარიშო პერიოდში გარკვეული ღონისძიებები ორივე მიმართულებით განხორციელდა, თუმცა სამხრე ვიდეოკამერების გამოყენება მოქალაქესთან ურთიერთობისას კვლავ პოლიციელის ნებაზეა დამოკიდებული, რაც დასახული ამოცანის მიღწევას არ უზრუნველყოფს. რაც შეეხება გადამზადებულ პოლიციელთა რაოდენობას, იგი ამ ეტაპზე სრულად ვერ უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანის შესრულებას.

2019 წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა პოლიციელთა მიერ იძულების ღონისძიებების (ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები) გამოყენების პრობლემა. მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იძულების ღონისძიებები არაერთხელ და განსაკუთრებული ინტენსივობით გამოიყენა. პრობლემის მასტაბსა და რეალურობაზე მიანიშნებს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პასუხი ჩვენს კითხვაზე - გვაცნობეთ, რამდენჯერ და რა სახის იძულებითი ღონისძიება იქნა გამოყენებული საანგარიშო პერიოდში, რამდენი მათგანის გამოყენებაზე შემოვიდა საჩივარი და რა რეაგირება მოყვა თითოეულს. უწყებამ არ გადმოგვცა აღნიშნული მონაცემები შემდეგი მოტივით: „დაზუსტებას საჭიროებს, კონკრეტულად რა ტიპის იძულების ღონისძიებაზეა   საუბარი.“[1]

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, რომლებიც ერთი წლის თავზე კვლავ არასრულყოფილად არის გამოძიებული, ასევე, სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებზე, ნათლად მოწმობს, რომ ამ ეტაპზე, იძულების ღონისძიებების გამოყენებისას პროპორციულობის პრინციპის დაცვა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

 


[1] 2020 წლის 01 მაისის MIA 6 20 00965423 წერილი;


ამოცანის აქტივობები

აქტივობა 3.2.1.1
სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების წესის შემუშავება და დანერგვა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 3.2.1.2
პოლიციელთა განგრძობადი განათლება ადამიანის უფლებებზე და იძულებითი ღონისძიებების სტანდარტებთან და გამოყენების ტექნიკასთან დაკავშირებით

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა