სამოქმედო გეგმა:

პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

ინდიკატორი: გასაჩივრებათა რაოდენობა შიდა მონიტორინგის ანგარიშების შესაბამისად

გასაჩივრების არსებულ მექანიზმებში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ პერიოდული ანალიზის შესაბამისად განხორციელებული ცვლილებები

შეფასება:

გასაჩივრების მექანიზმების ხელმისაწვდომობა პენიტენციურ სისტემაში ერთ-ერთი იმ პრობლემურ საკითხთაგანია, რომლებიც წლებია, უცვლელი რჩება. 

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2015 წლის სპეციალური ანგარიშში „მოთხოვნის/საჩივრის განხილვის მექანიზმი საქართველოს პენიტენციური სისტემაში” ასახულია ამ მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები:

  • პატიმრების არაინფორმირებულობა მოთხოვნის/საჩივრის შეტანის უფლებასა და განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით;
  • საჩივრის კონფიდენციურობის დარღვევა, რაც არა მხოლოდ გასაჩივრების მექანიზმის ეფექტიანობას ამცირებს, არამედ საჩივრის ავტორის ფიზიკურ უსაფრთხოებასაც კი ემუქრება - კონფიდენციური საჩივრის ავტორებს საკანში ეცნობებათ რეგისტრაციის ნომერი, რაც ამგვარი საჩივრების ავტორების იდენტიფიცირებას ახდენს; ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონფიდენციური საჩივარი გადაგზავნია იმ პირს, ვისაც ის ეხებოდა; რიგ დაწესებულებებში საჩივრის ყუთები ვიდეოკამერების თვალთახედვის არეშია განლაგებული; კონფიდენციური საჩივრის ფორმის მოთხოვნისას თანამშრომელი ინიშნავს კონვერტის ნომერს და პატიმრის სახელს და გვარს და ა.შ.
  • თვითცენზურა - საჩივრისგან თავის შეკავება ადმინისტრაციისგან ან სხვა პატიმრებისგან ზეწოლის და ზოგადად, მდგომარეობის გაუარესების შიშით;
  • გენინსპექციისთვის საჩივრის განხილვის ვადების არარსებობა და ზოგადად, გონივრული ვადების დაუცველობა;
  • გენინსპექციის მუშაობის ხარვეზები - საჩივრების განხილვის ბუნდოვანი და არაობიექტური პროცედურა, საჩივრების დაკმაყოფილების დაბალი მაჩვენებელი, ასევე, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა;
  • ზოგადად, გასაჩივრების მექანიზმის გამოყენების უშედეგობა - ღია საჩივრების მხოლოდ 52%-ზე იქნა მიღებული გენინსპექციის გადაწყვეტილება, ხოლო კონფიდენციური საჩივრების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია (37%);
  • გადაწყვეტილებების გადაუცემლობა პატიმრისთვის;
  • გადაწყვეტილებაში გასაჩივრების მექანიზმის მიუთითებლობა.

ზემოაღნიშნულ კვლევაში წარმოჩენილი ხარვეზები ხუთი წლის თავზე კვლავ გამოუსწორებელია. 

2019 წლის ნოემბერში საქართველოს სახალხო დამცველმა კიდევ ერთი სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა - „პატიმრების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა საქართველოში”, რომელიც პენიტენციური სისტემის მესვეურთათვის ასევე არაერთ ყურადსაღებ ინფორმაციას და რეკომენდაციას შეიცავს გასაჩივრების მექანიზმის ნაკლოვანებებთან დაკავშირებით. 

კერძოდ, სპეციალურ ანგარიშში მითითებულია დისციპლინური სამართალწარმოების ისეთი პრობლემები, როგორებიცაა მათი არამართლზომიერი გამოყენება, არსებული პრაქტიკის არაერთგვაროვნება, პატიმრების ჩაურთველობა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში და სხვა. ანგარიშის თანახმად, 2018 წლის მანძილზე სულ გამოყენებული იქნა 307 დისციპლინური ღონისძიება, ხოლო მათგან მხოლოდ 24 გასაჩივრდა. გასაჩივრების ასეთი დაბალი სტატისტიკა, სახალხო დამცველის აზრით, პატიმრების არაინფორმირებულობაა საერთოდ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან და დაკისრებულ სანქციასთან დაკავშირებით, რის შესახებაც, გარკვეულ შემთხვევებში, მხოლოდ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის დროს იგებდნენ.[1] 

საანგარიშო პერიოდში გასაჩივრების მექანიზმებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმებში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა. რაც შეეხება პრაქტიკაში არსებულ მრავალრიცხოვან ხარვეზებს, მათი აღმოფხვრის თაობაზე მონიტორინგის მექანიზმების ანგარიშებში არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. 

 


[1] საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში “პატიმრების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა საქართველოში”, 2019 წ., გვ. 23.


ამოცანის აქტივობები

აქტივობა 4.5.4.1
გასაჩივრების არსებული მექანიზმის ხარვეზების პერიოდული შესწავლა;

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 4.5.4.2
გასაჩივრების მექანიზმის შესწავლის შემდგომ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა