სამოქმედო გეგმა:

პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მსჯავრდებულებთან მიდგომის თავისებურებებზე, თანასწორობისა და შემწყნარებლობის საკითხებზე

ინდიკატორი

ახალი შემუშავებული და/ან განახლებული პროგრამები/ტრენინგები შეესაბამება არსებულ საჭიროებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს;

გადამზადებულ თანამშრომელთა მზარდი პროცენტული მაჩვენებელი;

შეფასება:

განსაკუთრებული საჭიროებების მსჯავრდებულებთან მიმართებაში პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით ძირითადი საქმიანობები 2018-19 წლებში გატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზგასასმელია ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის EU4Justice ძალისხმევა როგორც სასწავლო პროგრამების მომზადების, ისე თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების კუთხით. კოვიდ 19-ის პანდემიის მიზეზით, ეს პროცესი საგრძნობლად შენელდა 2020 წელს.

EU4Justice-ის აქტიური მხარდაჭერით, საანგარიშო პერიოდში, განახლდა და დაინერგა თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგია პენიტენციური სისტემის სოცმუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგებიც (იხ. ამოცანა 4.3.1). სასწავლო პროგრამები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, მოწყვლად მსჯავრდებულებთან ურთიერთობის საკითხები და ა.შ. 

ევროკავშირის პროექტის ხელშეწყობითვე პრობაციის სისტემის ყველა თანამშრომელი და პენიტენციური სისტემის N2, N5, N8, N16 და N17 დაწესებულებების რეჟიმის თანამშრომლები (როგორც მულტიდისციპლინური გუნდის წევრები) გადამზადდნენ რისკებისა და საჭიროებების შეფასების განახლებულ მეთოდოლოგიაში.

სამწუხაროა, რომ პროგრესს გარკვეულწილად ანელებს გადამზადებული კადრების გადინების პრობლემა და ზოგადად, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით მომუშავე კადრების ნაკლებობა პენიტენციურ სისტემაში. შესაბამისი საკადრო უზრუნველყოფისა და სტაბილურობის პირობებში, განახლებული სასწავლო პროგრამები და რეგულარული ტრენინგები სასურველი შედეგის მიღწევის ეფექტიანი საშუალება გახდება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2019 წელს დამტკიცებული პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობის - G2.2 თანამშრომლების აყვანის, შენარჩუნების და თანამშრომლების ჩართულობის/მოტივაციის სტრატეგიის განვითარება - შედეგიანად განხორციელება.[1] 

[1] პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2019 წლის დეკემბრისთვის უკვე უნდა ფუნქციონირებდეს თანამშრომელთა აყვანის ახალი სისტემა.

ამოცანის აქტივობები

აქტივობა 4.2.1.1
სასწავლო პროგრამების გადახედვა და საჭიროებისამებრ განახლება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 4.2.1.2
სასჯელაღსრულების სისტემის იმ თანამშრომელთა გადამზადება რომლებსაც შეხება აქვთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 4.2.1.3
არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საჭიროებებზე, საერთაშორისო და ადგილობრივ კომპეტენტურ ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან თანამშრომლობით შესაბამისი სასწავლო პროგრამებისა და მასალების განახლება და გაუმჯობესება საჭიროებისამებრ

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 4.2.1.4
არასრულწლოვნებთან მომუშავე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა მოზადება/კვალიფიკაციის ამაღლება არასრულწლოვანთა მოპყრობის, მათი სპეციფიკური საჭიროებების, ასაკობრივი თავისებურებების შესახებ

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 4.2.1.5
გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ კომპეტენტურ ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან თანამშრომლობით შესაბამისი სასწავლო პროგრამების მომზადება და არსებული პროგრამების განახლება და გაუმჯობესება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 4.2.1.6
გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სასწავლო ცენტრში არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამაში აღნიშნული თემატიკის შეტანა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 4.2.1.7
პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა ტრენინგები ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების, ასევე ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 4.2.1.8
თანამესაკნეთა და სხვა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა შშმ პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება