სამოქმედო გეგმა:

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის გაძლიერება

ინდიკატორი: ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

შეფასება

უდაოდ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ შსს-მ მოახერხა ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის სახით. დადებითად უნდა აღინიშნოს სამომავლო გეგმები, რომელიც სამინისტრომ ჩვენი წერილის პასუხად მოგვწერა. კერძოდ, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგის შედეგად ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა. ასეთი მიდგომა მკვეთრად გააუმჯობესებს გამოძიების ხარისხს და გაზრდის საზოგადოების ნდობას საგამოძიებო ორგანოების მიმმართ. 


ამოცანის აქტივობები

აქტივობა 3.2.4.1
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა