28 დეკემბერი, 2017

შეხვედრების მეორე რაუნდი ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით

2017 წლის 26-27 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ გამართა გასვლითი სამუშაო შეხვედრები ბორჯომში, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაგზავნილი შენიშვნები და რეკომენდაციები. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა (GDI) და დემოკრატიის და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტის  (IDSD) იურისტებმა მონაწილეობა მიიღეს სამოქმედო გეგმის პირველ ხუთ თავთან დაკავშირებულ შეხვედრაში და წარადგინეს საკუთარი შენიშვნები, რომელიც შეეხებოდა როგორც სამოქმედო გეგმის ზოგად სტრუქტურას, ასევე თითოეულ თავში გათვალისწინებულ საკითხებს, მათ ფორმულირებას, ინდიკატორებს და ა.შ. ამასთან, შენიშვნები შეეხებოდა იმ საკითხებს, რომელთა დამატებაც (მიზნის, ამოცანისა და თუ აქტივობის სახით) სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანია შესაბამისი უფლების სრულყოფილად რეალიზაციისათვის.