შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით:
“2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო 13842 დისციპლინური წარმოება, მათგან 7852 სამართალწარმოების საფუძველს წარმოადგენდა მოქალაქეთა საჩივარ - განცხადება.
2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული დისციპლინური წარმოების საფუძველზე დაკისრებული იქნა 1550 დისციპლინური სახდელი, კერძოდ:
სამსახურიდან დათხოვნა - 151
თანამდებობიდან ჩამოქვეითება - 8
სასტიკი საყვედური - 384
საყვედური - 342
შენიშვნა - 665
382 შემთხვევაში გაიცა სარეკომენდაციო ბარათი.”
იმავე წყაროს თანახმად, “გენერალური ინსპექციის მიერ 2018 წელს განხორციელდა სამინისტროს დანაყოფების გეგმიური და პრევენციული ინსპექტირებები. ასევე, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად 2018 წელს დაკისრებული იქნა 1714 დისციპლინური და სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული სახდელი. ხოლო 374 შემთხვევაში, შედარებით უფრო მსუბუქი გადაცდომის გამო, გაიცა სარეკომენდაციო ბარათი.”