სამოქმედო გეგმა:

შშმ პირებისთვის სათანადო მომსახურების უზრუნველყოფა

შეფასება:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პენიტენციური სისტემის შიგნით ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. მიუხედავად მათი მდგომარეობის სიმძიმისა, წლების მანძილზე, პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. სისტემა არ აწარმოებს შშმ პირების სტატისტიკას, შესაძლებლობის შეზღუდვის სახეებისა და მათთან დაკავშირებული პრობლემებისა და საჭიროებების შესწავლას. შშმ პირებზე ზრუნვა, წლების მანძილზე, შემოიფარგლება ზოგიერთ დაწესებულებაში პანდუსების დამონტაჟებითა და თანამშრომლებისთვის სხვადასხვა სახის ტრენინგებით.


ამოცანის აქტივობები

აქტივობა 4.2.3.1
პენიტენციურ დაწესებულებებში დადგენილი წესებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა