სამოქმედო გეგმა:

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (მოწყვლადი) ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში

წინამდებარე გეგმის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (მოწყვლადი) პატიმრების კატეგორია, ამ გეგმის თვალსაზრისით, საკმაოდ დავიწროებულია და არ მოიაზრებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ასევე, ლგბტ ადამიანებს და ზოგადად, ყველა იმ პირს, რომლებიც, საქართველოს ციხეებში კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის გაძლიერების ფონზე, ყოველდღიური ჩაგვრისა და დისკრიმინაციის სამიზნეები არიან.

აუცილებლად მიგვაჩნია, მომავალში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და მოწყვლადი პატიმრების საკითხზე მუშაობისას, პენიტენციური სისტემის მესვეურებმა ყურადღება გაამახვილონ კრიმინალური სუბკულტურის კონტექსტში “დაბალ საფეხურად” მოაზრებული ადამიანების მდგომარეობაზე და კონკრეტული სტრატეგია შეიმუშაონ ამ პრობლემის აღმოფხვრის ან განეიტრალებისთვის. აღნიშნული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება არასათანადო მოპყრობის პრევენციის თვალსაზრისითაც.

აღნიშნული მიმართულებით პირველ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით[1] გათვალისწინებული აქტივობა - C 2.1. ბრალდებულ/მსჯავრდებულთა შორის ძალადობასთან გამკლავების მექანიზმის გაუმჯობესება, თუმცა ამ აქტივობის სათანადოდ განსახორციელებლად, ისევე, როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში ჩადენილ დანაშაულთან/ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისთვის (აქტივობა C2.3), პირველ რიგში, აღნიშნული დანაშაულების და უფრო ზოგადად, პატიმრებს შორის ძალადობის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული შესწავლა და მათი აღმოფხვრის ეფექტიანი გზების დანერგვა არის საჭირო, რაც არცერთი სამოქმედო გეგმით არ მოიაზრება.

 


[1] საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის ბრძანება N385 “პენიტენციურის და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე”


მიზნის ამოცანები

ამოცანა 4.2.1
პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მსჯავრდებულებთან მიდგომის თავისებურებებზე, თანასწორობისა და შემწყნარებლობის საკითხებზე

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 4.2.2
პენიტენციურ დაწესებულებებში საცხოვრებელი და ყოფითი პირობების მორგება ბრალდებულ/მსჯავრდებულთა განსაკუთრებულ სჭიროებებზე

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 4.2.3
შშმ პირებისთვის სათანადო მომსახურების უზრუნველყოფა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა