საანგარიშო პერიოდში, აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად განხორციელებულ ღონისძიებებზე სამინისტროს ინფორმაცია არ მოუწოდებია. შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით განხორციელებულ ცვლილებებზე ინფორმაცია არც სხვა ორგანიზაციების და უწყებების ანგარიშებში მოიპოვება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, N12 დაწესებულებაში არის შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებული ორი ოთხკაციანი საკანი.
იმავე წყაროდან ცნობილია, რომ არასაანგარიშო პერიოდში, 2019 წლის სექტემბერში, იუსტიციის მინისტრმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ესკორტირების ავტომანქანები გადასცა, რომელთაგან ერთი შშმ პირებზეა ადაპტირებული.[1]
[1] http://sps.gov.ge/ka/media/akhali-ambebi/article/23395-thea-tsulukianma-eskortirebisa-da-specialur-ghonisdziebatha-mthavar-sammarthvelos-akhali-specializebuli-avtomanqanebi-gadasca.html, ნანახია 04.12.2019