ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის EU4Justice ინფორმაციით, ევროკავშირის სპეციალური ექსპერტის ჩართულობით, მიმდინარეობს პენიტენციური და პრობაციის ერთობლივი მონაცემთა ბაზის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დაარქივდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მონაცემები და რომელიც გარდამავალი მენეჯმენტის დანერგვის ერთ-ერთი ელემენტი იქნება.
სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საუწყებო არქივში დაცული 1930-1945 წლების პერიოდის დოკუმენტაცია შემდგომი შენახვის, დაცვისა და გამოყენების მიზნით.[1]
[1] ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს 2019 წლის ანგარიში, გვ. 64.