საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულების მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ ტრენინგი 777-მა მსჯავრდებულმა გაიარა; მათ შორის, არასრულწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულებმა − არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, ხოლო ქალმა მსჯავრდებულებმა − ბანგკოკის წესების გათვალისწინებით.
2019 წლის მონაცემებით კი, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს 2019 წლის ანგარიშშია ასახული, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ გაიმართა ტრენინგები, რომლებშიც ჩართული იყო 323 მსჯავრდებული.[1]
[1] ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს 2019 წლის ანგარიში, გვ. 62.