სამოქმედო გეგმა:
ამოცანა: მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, შემთხვევის მართვის, რისკებისა და საჭიროებების შეფასების გზით სასჯელის მოხდის ინდვიდუალური დაგეგმვის, რეკლასიფიკაციისა და გარდამავალი მენეჯმენტის (გათავისუფლების მზადების პროცესი და რეფერალის მექანიზმი) მეთოდოლოგიის სრულყოფა

აქტივობა: მულტიდისციპლინური გუნდის მიერ რისკის შეფასება და მსჯავრდებულთა შესაბამის დაწესებულებაში განთავსების შესახებ საკითხის პერიოდული გადახედვა, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით მსჯავრდებულთა სრული პოპულაციის დასაფარად

ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით „2019 წლის 8 მაისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცა №395 ბრძანება „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასება/გადაფასების პროცედურებსა და კრიტერიუმებს. აღნიშნული ბრძანების დამტკიცების შემდგომ მიმდინარეობდა მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფისა და მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის ფორმირების პროცედურები, რომლებიც დასრულდა 2019 წლის 22 მაისს, რის შემდგომაც განახლდა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მსჯავრდებულთა მიმართ საშიშროების რისკების შეფასებისა და გადაფასების პროცესი. 2019 წლის განმავლობაში საშიშროების რისკი შეუფასდა 2530 მსჯავრდებულს (პირველადი შეფასება). აქედან 149 მსჯავრდებულს დაუდგინდა - დაბალი რისკის სახე, 2096 მსჯავრდებულს - საშუალო რისკის სახე, 257 მსჯავრდებულს - მომეტებული რისკის სახე და 28 მსჯავრდებულს - მაღალი რისკის სახე; თითოეული მსჯავრდებული, რომელთაც შეუფასდა საშიშროების რისკი, განთავსდა რისკის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში.[1]

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი, 2018 წლის ანგარიშში, პენიტენციური სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების სისტემას. „პრობლემურია მსჯავრდებულთა რისკების გადაფასებისა და ნახევრად ღია დაწესებულებიდან დახურულ დაწესებულებაში გადაყვანის პრაქტიკა; რისკების შეფასების პროცესში მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებისა და პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რისკების შემცირების ხელშემწყობი მიდგომის არარსებობა. რისკების შეფასების პროცესში მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიების კონტექსტში პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობა პენიტენციურ დაწესებულებებს არ ავალდებულებს, დაწესებულებაში მოთავსებისას მოახდინონ პატიმრის რისკების შეფასების სისტემის შესახებ ინფორმირება. გარდა ამისა, მსჯავრდებულების ინფორმირებულობა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორი ქცევა და რა ქმედებები აისახება დადებითად ან უარყოფითად რისკის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებაზე.“[2]

ამავე პრობლემებზე საუბრობს სახალხო დამცველის პრევენცის ეროვნლი მექანიზმი 2019 წლის ანგარიშში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ გაცემული ერთი რეკომენდაცია შეეხებოდა მსჯავრდებულთა რისკების შეფასებასა და კლასიფიკაციას. კერძოდ, სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით რისკების შეფასების წესში შემდეგი ცვლილებების შეტანა იქნა მიზანშეწონილი: პენიტენციური დაწესებულებების მხრიდან, რისკების შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ, მსჯავრდებულთა ინფორმირების ვალდებულების განსაზღვრა, დაწესებულებაში შესახლებისას და უშუალოდ რისკის შეფასების პროცესის დაწყებისას; მსჯავრდებულის უფლების განსაზღვრა, რისკის შეფასების პროცესში წარადგინოს საკუთარი პოზიცია და მოსაზრება იმ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც ხდება მათი რისკების განსაზღვრა. ასევე, საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულების რისკის გადაფასების ვალდებულების განსაზღვრას არანაკლებ 6 თვეში ერთხელ. აღნიშნული რეკომენდაცია გაზიარებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ და ასახულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში. გაცემული რეკომენდაცია არ შესრულებულა.

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ასევე ეხმაურება მაღალი რისკის მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული რეჟიმის არაადეკვატურ სიმკაცრეს, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს მომავალში რისკის შემცირებას და შესაბამისად, ნეგატიურად აისახება მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესზე და რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „სასწრაფოდ გადაიხედოს „მაღალი რისკის“ კონცეფცია და მიდგომები, იმისათვის, რომ ნებისმიერი შეზღუდვა (ურთიერთობები, პირადულობა და გარესამყაროსთან კონტაქტი) დაწესდება პატიმრის მიმართ მხოლოდ უტყუარი და ხშირად გადახედილი (სულ მცირე ყოველ 6 თვეში) ინდივიდუალური რისკისა და საჭიროებების შეფასებაზე დაყრდნობით“.[3]

 


[1] ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს 2019 წლის ანგარიში, გვ. 60.

[2] საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, გვ. 44.

[3] წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში საქართველოს მთავრობას საქართველოში 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტის შესახებ, პარ. 74.

სტატუსი:
ნახევარზე ნაკლები შესრულებულია
დაწყების თარიღი:
01 იანვარი, 2018
ბოლო ვადა:
31 დეკემბერი, 2020
პასუხისმგებელი უწყება:
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინდიკატორი:
ყველა მსჯავრდებულის საშიშროების რისკი განსაზღვრულია და განთავსებულია შესაბამის დაწესებულებაში;

ქცევაზე დაფუძნებული რისკის შეფასების ინსტრუმენტში შეტანილია ცვლილებები რომელიც ეფუზნება კლასიფიკაციის/საშიშროების შეფასების ინსტრუმენტი ობიექტურ, ქულათა დაჯამების სისტემას;

შეფასებულია პილოტირების შედეგები და რეკომენდაციების გათვალისწინებულია იმპლემენტაციის პროცესში;
ამოცანა 4.5.1

ამოცანის სხვა აქტივობები::

აქტივობა 4.5.1.2
მულტიდისციპლინური გუნდის მიერ საშიშროების რისკის შეფასება და მსჯავრდებულთა შესაბამის დაწესებულებაში განთავსების შესახებ საკითხის პერიოდული გადახედვა
სრულად წაკითხვა
აქტივობა 4.5.1.3
N16, N5 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში შემთხვევის მართვის თანამედროვე მეთოდით მუშაობა და რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტის პილოტირება და დანერგვა
სრულად წაკითხვა