საშიშროების რისკის შეფასების სისტემა საანგარიშო პერიოდში არ გადახედილა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანებით დამტკიცდა „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი”. თუმცა აღნიშნული რედაქცია კვლავ არ გვთავაზობს ახალ მიდგომებს მსჯავრდებულთა რისკის შეფასების თვალსაზრისით. ის პრობლემები, რაც საანგარიშო პერიოდში არსებობდა (იხ. საქმიანობა 4.5.1.1-ის შესრულების შეფასება), ახალი ბრძანების ამოქმედებით ვერ მოგვარდება.