სამოქმედო გეგმა:
ამოცანა: პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მსჯავრდებულებთან მიდგომის თავისებურებებზე, თანასწორობისა და შემწყნარებლობის საკითხებზე

აქტივობა: გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ კომპეტენტურ ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან თანამშრომლობით შესაბამისი სასწავლო პროგრამების მომზადება და არსებული პროგრამების განახლება და გაუმჯობესება

ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2016-2017 წლებისთვის მონიტორინგის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 2017 წლის 3 ოქტომბრის MOC 1 17 00773148 წერილით გვეცნობა, რომ 2017 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, შეიმუშავა ახალი პირველი და მეორე დონის სასწავლო კურსები სპეციალური პენიტენციური სამსახურის გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურეებისათვის. სასწავლო კურსები, სხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, მოიცავს ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებსაც - ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, თანასწორობა და შემწყნარებლობა, გენდერული თანასწორობა, ძალადობის (მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა) აღკვეთა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა; მოწყვლადი ჯგუფები (მათ შორის, ქალები), მათი უფლებები და მათთან მუშაობის სპეციფიკა; სასჯელაღსრულების სისტემაში წამების და სხვა არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრევენცია;ეფექტური კომუნიკაცია; აგრესიის, ძალადობრივი ქცევის მართვა და სხვა.

მოგვიანებით, სამინისტრომ, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, დააზუსტა, რომ აღნიშნული თემატიკა ყოველთვის შედიოდა პენიტენციური მოსამსახურეების მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამაში.[1]

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულების მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის მიერ 2017 წლის ბოლოს ჩაარებული სასწავლო კურსების საჭიროებათა კვლევის საფუძველზე დაიგეგმა 2018 წლის სასწავლო ღონისძიებები; ამასთან, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში დაიწყო ახალი სასწავლო პროგრამების მომზადება და არსებული სასწავლო პროგრამების განახლება.

 


[1] დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი, “ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგი”, 2018 წელი, თავი 4, აქტივობა 4.6.6.1-ის შესრულების შეფასება

სტატუსი:
სრულად შესრულებულია
დაწყების თარიღი:
01 იანვარი, 2018
ბოლო ვადა:
31 დეკემბერი, 2018
პასუხისმგებელი უწყება:
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინდიკატორი:

ახალი შემუშავებული და/ან განახლებული პროგრამები/ტრენინგები შეესაბამება არსებულ საჭიროებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს;

გადამზადებულ თანამშრომელთა მზარდი პროცენტული მაჩვენებელი;

ამოცანა 4.2.1

ამოცანის სხვა აქტივობები::

აქტივობა 4.2.1.1
სასწავლო პროგრამების გადახედვა და საჭიროებისამებრ განახლება
სრულად წაკითხვა
აქტივობა 4.2.1.2
სასჯელაღსრულების სისტემის იმ თანამშრომელთა გადამზადება რომლებსაც შეხება აქვთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან
სრულად წაკითხვა
აქტივობა 4.2.1.3
არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საჭიროებებზე, საერთაშორისო და ადგილობრივ კომპეტენტურ ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან თანამშრომლობით შესაბამისი სასწავლო პროგრამებისა და მასალების განახლება და გაუმჯობესება საჭიროებისამებრ
სრულად წაკითხვა
აქტივობა 4.2.1.4
არასრულწლოვნებთან მომუშავე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა მოზადება/კვალიფიკაციის ამაღლება არასრულწლოვანთა მოპყრობის, მათი სპეციფიკური საჭიროებების, ასაკობრივი თავისებურებების შესახებ
სრულად წაკითხვა
აქტივობა 4.2.1.6
გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სასწავლო ცენტრში არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამაში აღნიშნული თემატიკის შეტანა
სრულად წაკითხვა
აქტივობა 4.2.1.7
პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა ტრენინგები ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების, ასევე ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად
სრულად წაკითხვა