არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ მიერ 2018 წელს მომზადებული კვლევის “პენიტენციური სისტემის პერსონალი” მონაცემებით, 2018 წლის ივნისის მდგომარეობით, პენიტენციური სისტემის 14 თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენერთა ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და პატიმრების სხვა განსაკუთრებულ კატეგორიებთან მოპყრობის თავისებურებებზე; 60 თანამშრომელი გადამზადდა შშმ პირებთან და პატიმრების სხვა განსაკუთრებულ კატეგორიებთან მოპყრობის თავისებურებებში.
პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის EU4Justice ხელშეწყობით, 2018 წელს და 2019 წლის პირველ ნახევარში გადამზადდნენ პენიტენციური სისტემის უფროსი მენეჯერები. კურსი, სხვა თემების პარალელურად, მოიცავდა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების თემატიკასაც.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენი თანამშრომელი გადამზადდა 2018 წლის მეორე ნახევარში აღნიშნულ თემატიკაზე, არსად მოიპოვება, ზემოაღნიშნული მონაცემები კი გვაჩვენებს, რომ აღნიშნული საქმიანობის შესრულების ხარისხი, გადამზადებული თანამშრომლების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, არადამაკმაყოფილებელია.